ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ულოცავს ყველა
მოქმედ და ვეტერან ჯარისკაცს და ოფიცერს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!
ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა. 30 აპრილს გაწვევა ოფიციალურად დაიწყო და აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის ისტორია.

















