logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო
11:57 16.04.2020
"ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ჩვენი ჯარი ძალიან მალე იყოს ყველაზე უკეთესად ჩაცმული, ეკიპირებული, გაწვრთნილი, შეიარაღებული და სამაგალითო. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ღონიძიებები დავგეგმე, რომელიც ჩემ გუნდთან ერთად წამოვიწყე და მას წარმატებით მივყვები", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში დაგეგმილ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები სამხედრო ბაზებზე არ შეჩერდება და გეგმის მიხედვით განხორციელდება. მინისტრის განცხადებით, მაისში სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაიწყება, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 ობიექტს, ყველა ყაზარმასა და სამხედრო ბაზას. „ეს უნდა იყოს სამაგალითო მთელს რეგიონში.

მაისისთვის ჩვენ დაახლოებით 5 ათას მუშას დავიქირავებთ 250 ობიექტის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ამისთვისაც ძალიან ზუსტი პროტოკოლი გვაქვს გაწერილი. მშენებლებს ექნებათ ცალკე კორიდორი და იზოლირებული შესასვლელი სამუშაო ტერიტორიაზე. ყველაფერი ცალკე ექნებათ მოწყობილი ისე, რომ არანაირი კონტაქტი არ ჰქონდეთ ჩვენ სამხედროებთან. არ ვგეგმავთ არაფრის შეჩერებას და წლის ბოლომდე, გამოყოფილი ბიუჯეტის 100 მილიონის ფარგლებში ჩვენ ამ პროექტების დასრულებას ვგეგმავთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, სულ რაღაც ერთ თვეში ქართველ სამხედროებს ექნებათ ყველაზე საუკეთესო, ამერიკული სტანდარტის ფორმები და იგივე ფეხსაცმელი, რაც დღეს გერმანიის არმიას აცვია. „ჩვენ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე ვზრუნავთ, არამედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე და ზოგადად, შეიარაღების მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს, რომელსაც ძალიან მალე გავაცნობთ საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა