logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა
11:53 11.04.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა POშთV-ის ეთერში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. "ბოლო 30 წლის განმავლობაში ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაცვის სისტემაში არ განხორციელებულა. მე ვგულისხმობ ყველა ობიექტის, დაახლოებით 250 ობიექტის სრულ რეაბილიტაციას, ბაზების კეთილმოწყობასა და ყველა შენობის სრულ რეაბილიტაციას ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ეს იქნება სრული განახლება თავდაცვის სისტემაში. ამას გარდა, ჯარისკაცების ეკიპირება და აღჭურვა შესაბამისი სტანდარტის აღჭურვილობით, კვება, სამედიცინო დაზღვევა, ხელფასები თუ საბინაო პოლიტიკა - ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პროგრესი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერდება და მაისის ბოლომდე ამ ობიექტებზე 5000-მდე თანამშრომელი დასაქმდება. "სამუშაოები საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიშლება - 60 ლოკაცია, 250 ობიექტი. ეს პროცესი გავმიჯნეთ და ამ ადამიანებს არანაირი შეხება არ ექნებათ ჯართან, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი სამხედროების ჯანმრთელობა", - აღნიშნა მან. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება და ამისთვის 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანა ჯარისკაცის ფორმისა და აღჭურვილობის სტანდარტის მაქსიმალურად გაუმჯობესებაა. "ორ თვეში, მაისში, ჩვენი ჯარისკაცები ჩაიცვამენ გერმანულ, ყველაზე მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს, რომელიც აცვია გერმანულ ჯარს. საუბარია ისეთი ბრენდების ფეხსაცმელებზე, როგორიცაა "ლოვა" და "ჰაიქსი". ფორმები კი, ნატოს სტანდარტის იქნება. გამოიკვეთა კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავდა როგორიცაა გუჩი, ლუი ვიტონი და სხვები. შეიძლება ამ კომპანიასთან ჩვენ გავაფორმოთ სტრატეგიული ხელშეკრულება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მქონდა სურვილი, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარებულიყო, მაგრამ ადგილზე სამწუხაროდ ვერ მომაწოდეს იმ ხარისხის ფორმები, როგორიც ჩვენ გვინდოდა. ამიტომ ჩვენ თურქეთში შევუკვეთეთ ნატოს სტანდარტების შესაბამისი ფორმები",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა