logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: „ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“
ირაკლი ღარიბაშვილი: „ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“
19:15 27.01.2020
„დღეს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს “, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ახალი შენობის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალზე.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერით აშენდა.

„ცენტრი აშენდა ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ერთად, მათთან თანამშრომლობითა და დახმარებით. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკამ 4 500 000 დოლარი გამოყო“, - აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპრეცედენტო მნიშვნელობის ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიურ-მეცნიერებისა და ინდუსტრიის სინთეზს, რაც ჩვენი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ცენტრში სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებსაც ექნებათ.

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა:

„განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, ასევე მზარდი საგარეო დაფინანსება რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ერთობლივი წვრთნების გაზრდილი დინამიკა და სხვა.“

მან, ასევე, განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების წვლილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა