logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: „ მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს“
ირაკლი ღარიბაშვილი: „ მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს“
19:04 27.01.2020
„ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვაა, ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი კი, სამხედრო მოსამსახურეებისადმი თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულების ერთგვარი სიმბოლოა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცენტრი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც დაჭრილ-დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახები შეძლებენ როგორც რეაბილიტაციას, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებებისთვის მომზადებას.

„ჩვენს გმირ სამხედროებს მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ აუცილებლად შევასრულებთ ყველა სიტყვას და ყველა დაწყებულ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ, რათა მათი პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენ ყოველთვის ვართ და ვიქნებით მადლიერები თქვენი გაწეული ღვაწლისთვის და გმირობისთვის,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ამერიკელ სამხედრო ექიმებს, რომელთა პროფესიონალიზმმა და თავდადებამ, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

„სამწუხაროდ მშვიდობისთვის ბრძოლას ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს. ჩვენ ყოველთვის ქედს ვიხრით ყველა იმ გმირის წინაშე, რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში დაიღუპა.

ამასთანავე, ჩვენ არაერთი გმირი სამხედრო გვყავს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მსოფლიო მშვიდობა. თითოეულ ჯარისკაცს მადლობას ვუხდით მადლობას სამშობლოს ერთგულებისთვის. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დახმარებისთვის, თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა