logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი
სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - საქართველოს თავდაცვის მინისტრი
17:27 20.12.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებისთვის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის სამინისტროს ახალ საბინაო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, სამხედროებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვისა და მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით, მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

"ჩვენ განვაახლეთ აღნიშნული პოლიტიკა და შევეცადეთ არსებული პროექტის მოდიფიცირებას, გაუმჯობესებას. პროგრამა არსებითად უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ ჯარისკაცებისთვის. კერძოდ, თუ ძველი პროექტით მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის გადახდა, ახალი პირობებით იმოქმედებს 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობის პროცესში თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ჩაერთვება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულების ოდენობას. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ, საბანკო გარანტიების ნაცვლად, შიდა უპროცენტო განვადებით ისარგებლონ. წინასწარი გათვლით, საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 აშშ დოლარი. ამ პროექტით სამხედროებს შესაძლებლობა ექნებათ კვადრატული მეტრი, დახლოებით, 100 აშშ დოლარის ფარგლებში შეისყიდონ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტი ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს შეეხება და ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოფიცრები და სერჟანტები ამ შეთავაზებით ისარგებლებენ მრავალი წლის განმავლობაში. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება მრავალწლიანი პროექტი, რომელიც დამტკიცდება მინისტრის ბრძანების შესაბამისად და გახდება შეუქცევადი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ვალდებულებების შესრულებას, მიუხედავად იმისა, თუ როდის არის ეს ვალდებულება აღებული და, შესაბამისად, 2007 წელს დადებული კონტრაქტით აღებული ვალდებულებები 2020 წელს სრულად შესრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა