logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ იმყოფებოდა
თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ იმყოფებოდა
21:13 07.12.2019
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „დელტაში“ იმყოფებოდა, სადაც წარმოებულ პროდუქციას და საწარმოო პოტენციალს გაეცნო. თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარება წარმოადგენს. ირაკლი ღარიბაშვილი „დელტას“ საწარმოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრებმა ჯავშანტექნიკის საამქრო დაათვალიერეს და საექსპორტო პროდუქციის პერსპექტივები განიხილეს.

ექსპორტის გარდა, ქართული წარმოების განვითარების მიზნით გარკვეული პროდუქციის შეძენის შესაძლებლობები განიხილება. თავდაცვის ძალები უკვე მოიხმარს ქართული წარმოების ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქართული ტყვია-წამლის წარმოებასთან დაკავშირებით. საწარმო შეძლებს უმაღლესი სტანდარტის პროდუქციით უზრუნველყოს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები როგორც საბრძოლო, ასევე ფუჭი/სასწავლო ვაზნებით, რაც მკვეთრად დადებითად იმოქმედებს საქართველოს მზაობაზე, უპასუხოს მის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

ჯავშანტექნიკის საამქროში მინისტრებმა მრავალფუნქციური უახლესი მოდულური ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომრის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, მათ შორის საპატრულო, სადაზვერვო, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა რს-122, სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები, დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული და სეტყვასაწინააღმდეგო სისტემები დაათვალიერეს. საჩვენებელ ტექნიკას შორის იყო „დელტას“ წარმოებული მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენის პროტოტიპი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამა რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება და საბოლოო ჯამში ადგილობრივი ძალებით შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულების მრავალფუნქციური ვერტმფრენის შექმნას ისახავს მიზნად. საფრენ აპარატს, როგორც სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება, ისე ჰაერიდან საცეცხლე მხარდაჭერა მართვადი და უმართავი რაკეტებით შეეძლება.

ირაკლი ღარიბაშვილმა „დელტაში“ ლაზერული ჭრის უბნის, ინსტრუმენტული და მზა ნაკეთობების საამწყობო საწარმოებიც მოინახულა და ახლადშეძენილი ხარისხის კონტროლისა და გამოწრთობის დანადგარები დაათვალიერა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ ვიზიტის შემდეგ თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები „თამ მენეჯმენტის“ მუშაობის პროცესს გაეცნენ. კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მინისტრებს „თამ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ მიაწოდა. თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა კომპანიის მენეჯმენტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა