logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა
აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა
16:25 22.11.2019
საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. პენტაგონში აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის უფლებამოსილმა პირმა მოაწერეს ხელი.

„მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებულ ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელიც სრულად ასახავს ჩვენს პრიორიტეტებს. დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებთან, რომელიც მიზნად ისახავს მზადყოფნისა და მდგრადი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად საქართველო წვრთნების მიმღები ქვეყნიდან წარმატებით ყალიბდება დამოუკიდებელ პარტნიორად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება მომავალი სამი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის დონისა და ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კვლავ დაუჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები მდგრადი საბრძოლო შესაძლებლობებითა და თავდაცვის ინსტიტუციების გაძლიერებით.

ჩარჩო-ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს გამოიხატება ორმხრივ ურთიერთობებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი წვლილით. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს შორისაა: საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების პროგრამა, ინსტიტუციური რეფორმები ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების მიმართულებით და სხვა.

დოკუმენტი 2018 წლის აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიას, საქართველოს ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიას 2020-2030, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დირექტივებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავის ერთობლივ დეკლარაციას ეფუძნება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა