logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი პენტაგონში ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი პენტაგონში ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა
16:14 22.11.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრის სტუმრობა პენტაგონში ოფიციალური ცერემონიალით აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებაზე ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა. ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საპატიო ყარაულის მარში ზალპით დასრულდა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში გამართულ შეხვედრაზე.

„ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის სახელით პენტაგონში ვუმასპინძლო საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და აფასებს ქართველი სამხედროების მსხვერპლს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა დევიდ ნორქვისტმა.

პენტაგონში გამართული შეხვედრის განხილვის მთავარ თემას აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება წარმოადგენდა, რომელსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ მოეწერა ხელი. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე წარმატებული რეფორმების მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია გვაქვს, რომელიც დაგვირგვინდა ბევრი წარმატებული რეფორმით, პროგრამით, საერთო საქმით. გამოვყოფდი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP) და საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC), რომელიც ჩვენი წარმატების თვალსაჩინო მაგალითია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და აშშ-ის მხარდაჭერით საქართველო სანდო სტრატეგიულ პარტნიორად და რეგიონულ მოკავშირედ ჩამოყალიბდა: „კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ აშშ-ის, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დახმარება, ჩვენთვის არის ფასდაუდებელი და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ამერიკის მთავრობასა და ამერიკელ ხალხს ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით“.

შეხვედრაზე აშშ-თან და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით მასშტაბურ მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილეს.

მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრულ თავდაცვის ტრანსფორმაციის მიმართულებებს და თავდაცვის ძალების მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით დაგეგმილ რეფორმებს. განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად და აშშ-ის მხარდაჭერით წარმატებით ხორციელდება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა