logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო
13:10 19.11.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის სამანევრო დახელოვნების ცენტრი დაათვალიერა, რის შემდეგაც ცენტრის მეთაურთან, გენერალ-მაიორ გარი მ. ბრიტოსთან და უსაფრთხოების ძალების 1-ლი მხარდამჭერი ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ სკოტ ა. ჯექსონთან შეხვედრები გამართა და ოფიცრებისა და სერჟანტების წვრთნებისა და ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ პრეზენტაციები მოისმინა.


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა ფორტ ბენინგთან მდებარე ქვეითთა ეროვნულ მუზეუმსა და ჯარისკაცის ცენტრში მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო და ერაყის საბრძოლო ოპერაციებში დაღუპული ქართველი და ამერიკელი მშვიდობისმყოფელების ხსოვნას პატივი მიაგო.


„ორი ქართველი მშვიდობისმყოფელის - კაპრალ ზურაბ გვენეტაძისა და ლეიტენანტ გიორგი მარგიევის სახელები ამერიკელი თანამებრძოლების გვერდით იმ მემორიალზეა ამოტვიფრული, რომელიც საქართველოდან ათასობით მილის დაშორებით აშშ-ში, ჯორჯიის შტატში ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მდებარეობს და მათ მამაცობასა და თავგანწირვას ასახავს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„სწორედ ჩვენი მამაცი ჯარისკაცების წყალობით, დღეს აქ ამაყად ვდგავართ და მივისწრაფით უფრო უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ“, - ამ სიტყვებით დაასრულა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლა ქვეითთა ეროვნულ მუზეუმში მემორიალის გვირგვინით შემკობის ღონისძიებაზე.

ქართველი მშვიდობისმყოფელები - ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე 2008 წლის 2 მაისს, ერაყში, ბაღდადის მახლობლად, სამხედრო ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. მაშინ ორივე სამხედრო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-13 ქვეით ბატალიონში მსახურობდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა