logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ
00:24 13.11.2019
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი და სოციალური პირობები ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისი ვალია სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას, რის გამოც უწყება ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.

„მე რამდენიმე ყაზარმა მოვიარე, გეტყვით, რომ იმ პირობებს რაც დამხვდა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ იმსახურებენ. არ არის დამაკმაყოფილებელი ფორმის ხარისხი. ფორმა, ფეხსაცმელი და პირადი აღჭურვილობა ჯარისკაცისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი ანალიზი და ბიუჯეტი, შესაბამისად, დავგეგმეთ. არსებული სახსრების რაციონალურად გადანაწილება მოვახდინეთ. ჩემი გადაწყვეტილებით ყველა საცხოვრებელი ყაზარმა, დაახლოებით 200-მდე ყაზარმა 2020 წელს იქნება სრულად გარემონტებული ჩვენი ძალებით, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო კომპანიის მიერ. ამის გაკეთებას ვაპირებ უშუალოდ სამხედროების ჩართულობით, მათი ზედამხედველობით, ბრიგადის მეთაურების ჩართულობით. ეს ბევრად უფრო გაამარტივებს ამ პროცესს. დაახლოებით 250 ობიექტი იქნება გაისად გასარემონტებელი, ამაში შედის 50 სასადილო. ამას ემატება სპორტული მულტიფუნქციური ბაზები, მოედნები და ა.შ. 60 ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვაპირებთ ასევე ფორმების განახლებას, სრული ეკიპირების განახლებას, ჩვენ ერთის მხრივ ვაცხადებთ, რომ გვინდა ნატოს სრულფასოვანი წევრობა, მეორეს მხრივ ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ დღეს ჯარში გვაქვს, აბსოლუტურად არ შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს“-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ხედვა პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაშია. თავდაცვის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თავდაცვის ძალებში გატარებული პოლიტიკაც მიმოიხილა. მისი განცხადებით, ქართული ჯარის განვითარება ბიძინა ივანიშვილის აქტიური ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. „როდესაც წინა ხელისუფლება მოვიდა სათავეში, ბატონი ბიძინა აქტიურად ეხმარებოდა ჯარს, არამხოლოდ ჯარს, არამედ ყველა იმ რეფორმას, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა. სწორედ მაშინ დაიწყო კომპლექსურად ფორმების გამოცვლა, ყაზარმებისა და ბაზების რემონტი. თუმცა შემდეგ, ეს კომპლექსური მიდგომა შეცვალეს და მაშინდელი ხელისუფლება გამალებულ შეიარაღებაზე გადავიდა. შეიარაღებაში ასეული მილიონი დოლარი იქნა დახარჯული, მოგეხსენებათ, რომ მილიარდამდე ღირებულების ტექნიკა და შეიარაღება დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ, ომის დროს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა