logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია
ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია
00:22 13.11.2019
„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატოს წევრ ქვეყნებში საერთო კონსესუსი არ არსებობს და საზოგადოებაში ყალბი მოლოდინების შექმნა დაუშვებელია, რადგან ცრუ მოლოდინები ნიჰილიზმსა და იმედგაცრუებას იწვევს, რაც პირველ რიგში ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშია. სწორედ ამიტომ, თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია.

„ის რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა და სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ეს არ იცვლება. უფრო მეტიც, ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა. ერთი არის ჩვენი სურვილი, მეორე არის ამის განხორციელების გზები და შესაძლებლობა. დღეს ნატოს წევრ ქვეყნებში არ არსებობს საერთო კონსესუსი იმასთან დაკავშრებით, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი არის ამაში გადამწყვეტი. გაწევრიანებას და ნატოს გაფართოებას უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან ნატოს ძლიერი ხმის მქონე ქვეყნები. შესაბამისად, ჩვენ რაც არ უნდა დიდი სურვილი და კეთილი სურვილი გვქონდეს და რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს ნატოს წევრობა, ჩვენ ამ პროცესს ვერ დავაჩქარებთ. ხელოვნურად ვერ მოხდება ამის დაჩქარება. არ შეიცვლება ქვეყნების პოლიტიკა, მანამ სანამ ისინი თავად არ მივლენ ამ კონსესუსამდე. ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი პოლიტიკა, თავისი ეროვნული ინტერესი. შესაბამისად, ის მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა მოხდეს საბოლოო ჯამში, რაღაც დიდი შეთანხმება. ახალი წესრიგის დამყარება მსოფლიოში, რაც განაპირობებს ამ შესაძლებლობას და ამ სურვილის და ოცნების ახდენას,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მაქსიმალურად ფრთხილი, მოზომილი, გონივრული და კარგად გააზრებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს. მისივე განმარტებით, ამ პროცესში, საზოგადოებაში ხელოვნური და არასწორი მოლოდინების შექმნა ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. „ხდებოდა ხელოვნურად არასწორი მოლოდინების შექმნა. საზოგადოების მომზადება, ხელოვნური მოლოდინებით კვება. შედეგად კი მივიღეთ იმედგაცურება, ნიჰილიზმი და უპერსპექტივობის განცდა. ეს ცალსახად არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. შესაძლოა შედიოდეს ცალკეული ინდივიდების, თუ პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების ინტერესებში, მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და მეორე - რაც ჩვენთვის ყველაზე მეტად არის საგულისხმო, რომ ეს შედის რუსეთის ინტერესებში. რუსეთს სურს უფრო მეტი იმედგაცრუების ნახვა ჩვენ საზოგადოებაში, რომ ეს არის ყველაზე უტოპიური იდეა, რომ საქართველო შესაძლოა გახდეს ნატოს წევრი და ჩვენ თუ არასწორ მოლოდინებს გავუჩენთ საზოგადოებას და შემდეგ იმედს გავუცრუებთ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო, საზიანო შედეგები დადგება. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორი მოლოდინები შევუქმნათ საზოგადოებას. ამაზე მიგვითითებს მთელი მსოფლიო, რომ არასწორი მოლოდინები არ შევქმნათ საზოგადოებაში. წარმოვიდგინოთ სცენარი, რომ ჩვენ ვქმნით ამ მოლოდინებს, დაპირებებს რომ ნატოს წევრი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყანა, დაუახლოვდეს და ა.შ. საბოლოო ჯამში ვიცით, რომ ეს ასე მალე არ მოხდება. ერთის მხრივ, ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, იმედს ვუცრუებთ და მეორეს მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ნატოს წევრ ქვეყნებს ვაყენებთ ძალიან დიდ უხერხულობაში. ისინი ღიად გვეუბნებიან და ყოველთვის გვეუბნებოდნენ, გულისხმობდნენ სააკაშვილის რიტორიკას და მის გაუაზრებელ პოლიტიკას, რომ მსგავსი ქმედებებით საფრთხის ქვეშ აყენებდნენ სწორედ ნატოსა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების იმიჯს. რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჩვენ გვქონდა კონფერენცია, სადაც, ბუნებრივია, განვიხილეთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ერთ-ერთ პანელზე მე ვთქვი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისწრაფვით ნატოს წევრობისკენ, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება მოთმინება და მზაობა. აი, ამ ფორმულით, ამ პოლიტიკით უნდა ვიმოძრაოთ. სხვა გზა და შანსი ამ მოკლე პერიოდში, უბრალოდ არ გვაქვს,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა