logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა შედგა
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრების ორმხრივი შეხვედრა შედგა
20:19 25.10.2019
საქართველოსა და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებული იმპლემენტაცია და განვითარების პერსპექტივები, ასევე პოლონელი სამხედროების აქტიური მონაწილეობა საქართველოში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებებში - ის საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერისთვის კოლეგას - მარიუშ ბლაშჩაკს მადლობა გადაუხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის უწყება განაგრძობს თავდაცვის ტრანსფორმაციას, რაც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, ქართული მხარე ნატოსთან ერთად SNGP-ის განვითარებაზე მუშაობს, რომელიც კონცენტრირებული იქნება მეტ დინამიკურ, მიზნობრივ და ჰიბრიდულ მიდგომაზე. ეს ყველაფერი კი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება.

მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებების განსახილველად უახლოეს მომავალში შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. საუბრის დასასრულს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას პოლონეთის საელჩოს, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოს საქართველოში, აქტიურობისა და ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა