logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გერმანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გერმანელ კოლეგას შეხვდა
20:14 25.10.2019
საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივი მონაწილეობა და გერმანიის როლი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით იმპლემენტაციასა და შემდგომ განვითარებაში ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ბრიუსელში ისაუბრეს.

ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გერმანიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის ანნეგრეტ კრამპ-კარრენბაუერს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის კონტრიბუციას გაუსვა ხაზი.

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად თავდაცვის უწყების განვითარების სამომავლო გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში საუბრისას ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესსა და ორმხრივ ფორმატში წარმატებულ პარტნიორობას. მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.
შეხვედრის დასასრულს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციის თავდაცვის მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე სასაუბროდ სამომავლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა