logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანელ კოლეგას შეხვდა
ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანელ კოლეგას შეხვდა
20:11 25.10.2019
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები ბრიტანელ კოლეგასთან საუბრით დაასრულა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის ბენ უალესს მადლობა გადაუხადა და ყურადღება სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაზე გაამახვილა.

ნატოს თავდაცვის და შეკავების პოლიტიკის კონტექსტში მინისტრებმა უსაფრთხოების გარემოსა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიტანელ კოლეგას ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად თავდაცვის სფეროს რეფორმირების პერსპექტივები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გაერთიანებულ სამეფოსთან ეფექტიანი ურთიერთობა თავდაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და JTEC-ის განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე.

კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაჭრილი სამხედროების მხარდაჭერის პროცესში დიდი ბრიტანეთის როლზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავლისმომცველი გახდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა