logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ნატოს ქვეყნების ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ნატოს ქვეყნების ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია
19:04 24.10.2019
მიმდინარე წლის 24-25 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. ალიანსის შტაბბინაში დაგეგმილ შეხვედრებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა, სადაც მან ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს სწრაფვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოსთან ერთად დასახულ ყველა გეგმას და რეფორმას პირნათლად ასრულებს.
მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება, სადაც მხარეები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს განიხილავენ. „ეს იქნება ჩემი პირველი შეხვედრა ბატონ სტოლტენბერგთან მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავინიშნე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. 5 წლის წინ ერთობლივად გავხსენით ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) საქართველოში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ჩვენ შეხვედრის დროს შევეხებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა იქნება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ალიანსის შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების წინაშე სიტყვით გამოვა და გლობალურ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და მასში საქართველოს წვლილზე ისაუბრებს. „საქართველო ნატოს ქვეყნების ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და სანდო პარტნიორია. ჩვენ ავღანეთში ძალიან ღირსეულად და ძლიერად ვართ წარმოდგენილი. ჩვენი გმირი სამხედროები ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისაცების მხარდამხარ იბრძვიან და წვლილი შეაქვთ გლობალური უსაფრთხოების სფეროში. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამხედროების მიმართ ერთხმად აღიარებს ძალიან დიდ მხარდაჭერას და გვერდში დგომას. სწორედ, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ასეთი მაღალი სტატუსი აქვს მთელს საერთაშორისო არენაზე, ჩვენი სამხედროების დამსახურებაა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან იმსჯელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა