logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო: სამინისტროს მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია რეალურ კონტექსტს არ ასახავს
თავდაცვის სამინისტრო: სამინისტროს მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია რეალურ კონტექსტს არ ასახავს
17:52 11.10.2019
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"მოგახსენებთ, რომ „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 2017-2018 წლების პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ კონტექსტს და ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით პერსონალი და ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება, რაც შესაძლოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდეს მიზნად. თავდაცვის სამინისტროში „სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის“ რიცხოვნება 2016 წლიდან პრაქტიკულად არ გაზრდილა. 2016 წელს მოხდა მსგავსი ფუნქციების მქონე დანაყოფების - „სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისა“ და „მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს“ გაერთიანება, შეიქმნა „სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი“. ამასთან, გაერთიანების შემდეგ, საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა. ამდენად აღნიშნული დეპარტამენტი არის ორი დეპარტამენტის გაერთიანების შედეგი და მოიცავს როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს. დეპარტამენტისთვის ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მოქალაქეთა მისაღები, სადაც წარმოდგენილია საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლები და რომელიც საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება. სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება ნატოსა და საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანიც თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებაა.
2014 წელს ვარშავის სამიტზე ნატოსა და საქართველოს შორის შეთანხმებით, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება ერთ-ერთ იმ მიმართულებად დასახელდა, სადაც ალიანსი საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მხარს უჭერს. ზოგადად, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ტოტალური თავდაცვის მიდგომას, რომელიც მოიცავს საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ თავდაცვას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტრატეგიული კომუნიკაციები. თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებზე ადექვატური რეაგირების მიზნით ასევე, მნიშვნელოვანია საინფორმაციო გარემოს ანალიზისა და მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარება. ამ კუთხით, თავდაცვის სამინისტრო ევროკავშირთან თანამშრომლობით მაქსიმალურად ავითარებას აღნიშნულ მიმართულებას"-აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა