logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ სპეციალური პროგრამაა შესაქმნელი, რომელიც ახალგაზრდებს ჯარში სამსახურის მოტივაციას გაუზრდის
გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ სპეციალური პროგრამაა შესაქმნელი, რომელიც ახალგაზრდებს ჯარში სამსახურის მოტივაციას გაუზრდის
14:24 05.09.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრისას თავისი მოსაზრება გამოხატა ჯარში გაწვევის თემასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შესაბამისი პროგრამაა ჩამოსაყალიბებელი, რათა ახალგაზრდებს სამშობლოს სამსახურის და მოტივაცია ჰქონდეთ და არა სადღაც სექტაში გაწევრიანების. - „მათ მოტივაცია უნდა ჰქონდეთ იმის გამოც, რომ ჯარი უნდა აძლევდეს იმ განათლებას და უნარ-ჩვევებს, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგება. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორის გამოხატვა იმისა თუ რა უშლის ამას ხელს, არა მგონია, რომ შემაძრწუნებელი იყოს, პირიქით შეიძლება სწორი მესიჯიც არის საზოგადოებისათვის, და რასაკვირველია ამას კონკრეტული საქმიანობა უნდა მოყვეს“. მისი თქმით, პარლამენტის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა და საქმიანი მიდგომა სწორედ იმ მიმართულებით გაიყვანს ამ საკითხს და ჩამოაყალიბებს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო ველში პოლიტიკური კამათისას ქვეყნისათვის დამაზიანებელი საუბრების ტენდენციაზე და ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს მიმართა, - „ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად გვიტევენ, გვიტევდნენ და ალბათ მომავალშიც აქტუალური დარჩება თემა, რომ საერთაშორისო სასამართლოს დონეზე არ არის ჩვენი ძალისხმევა იმის შესაბამისი რასაც ქვეყნის ინტერესების სრულფასოვანი დაცვა ქვია. ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ გარკვეული განმარტებები, არა მარტო ამ შეკითხვაზე პასუხით, არამედ მომავალშიც დაჭირდება ამ უწყებას, პროფესიონალურად რასაკვირველია, ყოველგვარი პოლიტიკური დატვირთვის გარეშე“.

უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა დანარჩენ სამინისტროებს კოორდინაციას უნდა უწევდეს არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, არამედ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებშიც ვითარების გაუმჯობესებისათვის გარკვეული სტრატეგიის განხორციელებაში. კერძოდ, მისი თქმით, „ასეთ რეგიონებში სახელმწიფო მინისტრმა არა მარტო ჰუმანიტარულ-სოციალური და საგანმანათლებლო პროცესები უნდა აკონტროლოს (თუ სწორი სიტყვაა), არამედ საერთოდ იქაური მდგომარეობა ყველა მიმართულებით. მაგალითად სარწყავი თუ სასმელი წყლით მომარაგება, და ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება ბიზნესს, ეკონომიკას, ქართული ენის სწავლას, და სხვა. ეს ანალიზი უნდა დგებოდეს, და არა მგონია ამისთვის საკადრო შემადგენლობის გაზრდა არის საჭირო. სამინისტროებს ამის რესურსი გააჩნიათ, ვფიქრობ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუ არა ძირითადი სამუშაო ამ მიმართულებით“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა