logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვითი ძალების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს
ირაკლი ღარიბაშვილი: ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვითი ძალების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს
13:00 05.09.2019
„საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მტკიცე და ურყევ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება,“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ისტორიული შედეგი სახეზეა:

„გვაქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალებით და პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ეტაპობრივად მოვახდინოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარება და ნატოსთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა.“

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არსებულ საფრთხეებთან გამკლავებასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს:

„ამ მიზნის მისაღწევად ვხელმძღვანელობთ დემოკრატიული პრინციპებით და დასავლური ღირებულებებით. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.“

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში ნატოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკურ უსაფრთხოების მთელს არქიტექტურაში. საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საქართველო დღეს ნატოს ღირსეული სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფო მთელს რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების, მათი გმირობის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ნატოსთან თანამშრომლობის განხორციელებას და ალიანსის წინაშეა აღებული ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას პრინციპით - უფრო მეტი ნატოს საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა