logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრმა მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისას მძიმედ დაშავებულ ივერი ბუაძეს ბინა გადასცა
პრემიერ-მინისტრმა მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისას მძიმედ დაშავებულ ივერი ბუაძეს ბინა გადასცა
11:46 16.07.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობის დროს მძიმედ დაშავებულ ქართველ სამხედროს ბინა გადასცა.

უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ივერი ბუაძის გმირობას და მის ოჯახს გმირის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა მომავალი თაობები მათი თავდადების მაგალითებზე აღიზარდონ.

“ივერი არის თანამედროვეობის ნამდვილი ქართველი გმირი. მან ავღანეთში, საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისას, გადაარჩინა ჩვენი სამი ჯარისკაცი და მიიღო ძალიან მძიმე დაზიანებები. ექიმებმა გერმანიასა და ამერიკაში შეძლეს შეუძლებელი და ივერი დღეს ჩვენს გვერდით არის. ის არის გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი, რომელმაც საკუთარი ბრძოლით დაამტკიცა, რომ საქართველო დიდი და ძლიერი ხალხის სამშობლოა. ასეთ მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ახლად აშენებული ბინის კეთილმოწყობა შემოდგომისთვის დასრულდება.

ივერი ბუაძემ, ოჯახთან ერთად, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უფროსმა ლეიტენანტმა სხეულის მძიმე დაზიანება 2017 წლის 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის სიახლოვეს მოტორიზებული პატრულის დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად მიიღო. ივერი ბუაძემ თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ქართველი სამხედროს გადარჩენა შეძლო, რისთვისაც დაჯილდოვდა მედლით - „სიცოცხლის გადარჩენისთვის“.

თავდაპირველად, იგი სამკურნალოდ ავღანეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში, ვაშინგტონში ვოლტერ რიდის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადიოდა.

ივერი ბუაძე აშშ-დან საქართველოში, მკურნალ ექიმთან ერთად, 11 ივლისს დაბრუნდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა