საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
სამინისტროს განცხადებით, დღეს დილიდან მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია ქართველი ჯარისკაცის პავლე თაბაგარის ავღანეთში დაღუპვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და სრული სიცრუეა.
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, 21 წლის სერჟანტი პავლე თაბაგარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტგამოცემა „ქიზიყმა“ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ნათესავებზე დაყრდნობით გაავრცელა.

















