logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო
თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო
11:59 18.06.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ამოცანით მართვის ახალი პრინციპები გააცნო.

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის ძალებში ამოცანით მართვის მნიშვნელობაზე, ფილოსოფიაზე და პერსპექტივებზე გაამახვილა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამოცანით მართვის კულტურის დანერგვა თავდაცვის ძალების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მან აქცენტი საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ავტონომიურობის ხარისხის გაზრდასა და დეცენტრალიზაციაზე, ასევე, ამოცანით მართვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე გააკეთა. ამოცანით მართვა ქვედანაყოფების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, ხელმძღვანელობასთან კავშირის გაწყვეტის ან სხვა პრობლემის შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმოქმედოს, რათა მთავარი მიზნის მიღწევა შეძლოს და მოწინააღმდეგეზე უპირატესობა მოიპოვოს.

ლევან იზორიას განცხადებით, ამოცანით მართვა ცალკეული ქვედანაყოფებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას, ცენტრალიზებული მართვის პირობებში კი, დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას გულისხმობს.

„არმიჰოლში“ გამართულ ლექციას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობა, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ათმეთაურები და სამხედრო იერარქიით ზემდგომი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა