logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან სამი წელი შესრულდა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან სამი წელი შესრულდა
14:05 30.05.2019
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავს.

ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა.

ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე ცენტრის უდიდეს როლზე გაამახვილა, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის როგორც ქართულ მხარეს, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და JTEC-ის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით: „გვაქვს განსაკუთრებული აღიარება. ამას მოწმობს გუშინწინ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ის ამ წარმატების საფუძველზე აღიარებს აღნიშნული ინიციატივის გაფართოების შესაძლებლობას, რაც ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებაში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფაში გამოიხატება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ტრანსფორმირება“.

მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეტად განვითარება იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია.

ლევან იზორიამ 2019 წელს ჩატარებული ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაც ხაზგასმით აღნიშნა, რომელსაც JTEC-მა წელს უმასპინძლა და სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელებაც ქართული მხარის ორგანიზებით მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ერთობლივი სწავლების ჩატარება კვლავ იგეგმება, რომელიც ახალ ფორმატში განხორციელდება და ახალი ელემენტებით იქნება დატვირთული.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 14 პროექტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ინიციატივაა და საქართველოს თავდაცვის ძალების სწრაფი განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის მისაღწევად, განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

JTEC 2015 წლის 27 აგვისტოს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. 2016 წლის მაისში ცენტრი საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ერთეულად ჩამოყალიბდა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა