logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა
თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა
15:06 29.05.2019
კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების 37-ე კურსის გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

კურსის დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა და წარმატება უსურვა. „სამაგალითოა სერჟანტთა დისციპლინა და შრომისმოყვარეობა, სუბორდინაციის დაცვა, იქნება გარანტი თავდაცვის ძალების წარმატებისა. თქვენ გაქვთ საფუძველი მიაღწიოთ წარმატებას განათლებით, რაც უპირველესია თავდაცვის ძალებში. თანამედროვე გამოწვევებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება აკადემიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. „სერჟანტთა აკადემია ინსტიტუციურად სკოლიდან ცენტრად გარდაიქმნა და შარშან უკვე ჩამოყალიბდა როგორც აკადემია, სადაც თითოეულ თქვენგანს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვს. აკადემია უზრუნველყოფს ოთხ კურსს კარიერული სამი საფეხურისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდეს და მათ შორის, ნატოსთან მიმართებაში, მენტორობიდან პარტნიორობის თანამშრომლობაზე გადავიდეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ღონისძიებაზე სამხედრო მოსამსახურეებმა სერჟანტის კრედოც წარმოთქვეს, რის შემდეგაც დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, აკადემიის პირად შემადგენლობას სახელფასო დანამატი უკვე გაეზარდათ წოდების მიხედვით 100 -დან 510 ლარამდე.

ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების კურსის გამოშვების ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

ქვეითი ათეულის მეთაურის მომზადების კურსი ორ ეტაპად განხორციელდა. მსმენელებმა კურსის მიმდინარეობისას შეისწავლეს შემდეგი დისციპლინები: ლიდერობა, მეცადინეობის ჩატარების მეთოდი, სამხედრო ტოპოგრაფია, ტაქტიკის საფუძვლები, ცეცხლის მართვა და განაწილება, თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, საპატრულო ოპერაციები და სხვა. აღნიშნული თემატიკის შესწავლა კურსდამთავრებულებს დაეხმარება თავიანთი კარიერული განვითარების გზაზე, სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, რათა მათ შეძლონ დაკისრებული მოვალეობების მაღალხარისხიანად შესრულება ათეულის მეთაურის თანამდებობაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა