logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორიამ აშშ-ში ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან დისკუსია გამართა
ლევან იზორიამ აშშ-ში ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან დისკუსია გამართა
10:54 22.05.2019
შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს. ლევან იზორიამ ევრაზიის რეგიონის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია გამართა, რომელსაც მოდერატორობა ამერიკელმა დიპლომატმა და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა ალექსანდერ ვერშბოუმ გაუწია.
ლევან იზორიამ ამერიკელ ექსპერტებს საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. როგორც მინისტრმა განაცხადა, განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით მზარდი დინამიკა აქვს - იქნება ეს ნატო-საქართველოს სწავლება თუ მრავალეროვნული სწავლებები. დისკუსიაზე ასევე აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. „წელს ჩვენ გვექნება დასავლეთ საქართველოში მრავალეროვნული სწავლება, რომელიც სწორედ ამ მასშტაბსა და დინამიკას უზრუნველყოფს მონაწილე ქვეყნების რაოდენობითა და სწავლებაში სხვადასხვა ელემენტების ჩართულობით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ატლანტიკურ საბჭოში განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივა. ამ კონტექსტში მხარეებმა ერთმანეთს სტრატეგიული ხედვა გაუზიარეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სტრატეგიული ამოცანის განსახორცილებლად, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს, ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

„ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობასა და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს დახმარებას უწევს, რომ თავდაცვის ძალები მაღალ პროფესიონალურ დონეზე განავითაროს და ალიანსთან სრულიად თავსებადი გახადოს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი გაიღოს. ეს კი, ალიანსის მხრიდან 2008 წლის დაპირებაა“, - აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა