logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი აშშ-ში ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა
11:46 18.05.2019
აშშ-ში ვიზიტი თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) შტაბბინაში სტუმრობით დაიწყო. თავდაცვის უწყების დელეგაციას ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლის მოადგილემ, ადმირალ მანფრედ ნილსონმა უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებული თანამშრომლობა და ერთობლივი სამომავლო გეგმები განიხილეს. „გეგმები ძალიან კონკრეტულია, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და პრაქტიკული ურთიერთობის გაღრმავებისკენ არის მიმართული, რაც მოგვცემს მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ნატოში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მან ადმირალ ნილსონსა და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების პოზიტიური დინამიკასა და სწავლების განვითარების შემდგომ პერსპექტივაზე.

„2016-2019 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა - როგორც პარტნიორმა ქვეყანამ ავიღეთ პასუხისმგებლობა ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა გვემსჯელა შემდგომ პერსპექტივაზე - მორიგ ნატო-საქართველოს სწავლებაზე, რომელიც იქნება მასშტაბებით განსხვავებული და სხვადასხვა ელემენტისგან შემდგარი, როგორიც არის ამფიბიური და სახმელეთო კომპონენტი“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს, რაც ნატოს გენერალური მდივნის ყოველწიურ ანგარიშშიც ხაზგასმით აღინიშნა. ლევან იზორიამ ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ცენტრის ნატოსთან თავსებადობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია უკვე შეხვდა აშშ-ის მე-2 ფლოტის სარდალს, ენდრიუ ვუდი ლუისს და დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ს. ტრუმანი“ დაგეგმილ ტურშიც მიიღო მონაწილეობა. დაგეგმილია შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდთან და დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში. თავდაცვის უწყების დელეგაცია საქართველოს საელჩოში თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებასაც დაესწრება. აშშ-ში ვიზიტს ლევან იზორია აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (USCG) სტუმრობით დაასრულებს, სადაც კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა