logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ამერიკის შეერთებულ შტატებში ლევან იზორიას ვიზიტი დაიწყო
ამერიკის შეერთებულ შტატებში ლევან იზორიას ვიზიტი დაიწყო
12:27 17.05.2019
ლევან იზორია ვიზიტს ქალაქ ნორფოლკში, მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის (ACT) სათავო ოფისში სტუმრობით დაიწყებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. თავდაცვის მინისტრი შეხვედრას გამართავს ტრანსფორმაციის სარდლის მოადგილესთან, ადმირალ მანფრედ ნილსონთან.

ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად ნორფოლკის ფლოტის სადგურში სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ს. ტრუმანი“ დაგეგმილ ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ნორფოლკიდან აშშ-ის დედაქალაქში გაემგზავრება.

ლევან იზორია ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ესტუმრება, სადაც საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე სასაუბროდ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს პოლიტიკის საკითხებში ჯონ რუდს შეხვდება.

ქართული დელეგაცია დისკუსიას ატლანტიკურ საბჭოშიც გამართავს, რომელსაც მოდერატორობას ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი ალექსანდერ ვერშბოუ გაუწევს.

საქართველოს თავდაცვის ძალების 28 წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონში, ასევე დაგეგმილია მიღება საქართველოს საელჩოში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ლევან იზორიას ხელმძღვანელობით დაესწრება.

აშშ-ში ვიზიტს ქართული დელეგაცია ქალაქ ჰარტფორდში აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (USCG) სტუმრობით დაასრულებს.

ლევან იზორია სანაპირო დაცვის აკადემიის 2019 წლის კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება და აკადემიის ქართველ კურსდამთავრებულებს - კონსტანტინე ყიფიანსა და ალექსანდრე წერეთელს ადგილზე მიულოცავს აკადემიის დასრულებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა