logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი მოინახულეს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი მოინახულეს
10:23 08.05.2019
საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა სუფსაში განთავსებული საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) დაათვალიერეს და მის საქმიანობას გაეცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თემურ კეკელიძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, თემურ კვანტალიანმა დეპუტატებს მართვის ცენტრის ძირითადი საქმიანობა და ცენტრის ფუნქციები გააცნეს. აღინიშნა, რომ ერთობლივი მართვის ცენტრი, სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების, კერძოდ შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით, საქართველოს საზღვაო სივრცეში სასაზღვრო– საზღვაო პოლიტიკის გატარებას, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ზომების მიღებას უზრუნველყოფს. დეპუტატები საქართველოს საზღვაო სივრცის დარღვევის შემთხვევებზე და მათზე რეაგირების მექანიზმებით დაინტერესდნენ და კონკრეტული ფაქტები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ცენტრის როლსა და დანიშნულებაზე ისაუბრეს.

„საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების ფარგლებში, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი მოვინახულეთ. შთამბეჭდავია ის რეფორმა, რომელიც 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო და დღეს შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ცენტრი სრულად აკონტროლებს ჩვენ საზღვაო აკვატორიას და ყველა ის ფუნქცია, რაც უკავშირდება როგორც ეკონომიკურ, ასევე უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხებს, თავმოყრილია ამ ცენტრში. კომიტეტი მიესალმება იმ რეფორმებს და შედეგებს რაც ერთობლივი ცენტრის ფარგლებშია მიღწეული“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მანვე საქართველოს პარტნიორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა ცენტრის შექმნის პროცესში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, მადლობა გადაუხადა.

საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ შეაფასა და აღნიშნა, რომ ცენტრში მომზადებული და კომპეტენტური შემადგენლობა პროფესიულად ახორციელებს თავის საქმიანობას. „შეხვედრაზე სხვადასხვა ხედვები განვიხილეთ, მათ შორის ის ამოცანები და გამოწვევები, რომლებიც დგას ჩვენი სახელმწიფოს წინაშე.

ნიშანდობლივია და აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო უზრუნველყოფის სეგმენტში ცენტრს აქტიური კომუნიკაცია აქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ანალოგიურ ცენტრებთან და ინფორმაციის მიმოცვლა ოპერატიულად მიმდინარეობს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

შავი ზღვის სანაპიროზე ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის წევრები ფოთში, ყოველწლიურ საჩვენებელ საწვრთნელ სწავლებას დაესწრნენ, სადაც აბორდაჟის ჯგუფმა ტერორისტებისგან საცურაო საშუალების გათავისუფლების ოპერაცია განახორციელეს. იმიტირებული სპეცოპერაციის შესრულება კომიტეტმა დადებითად შეაფასა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა