logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ახალი უბნის მშენებლობა იწყება
ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ახალი უბნის მშენებლობა იწყება
16:27 30.04.2019
ქართველი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის მახათას მთაზე ახალი უბნის მშენებლობა იწყება - პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართა.

პროექტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, სახელმწიფოს თანადაფინანსებით განხორციელდება.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ღირსეული შვილების - სამხედრო მოსამსახურეების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პირველ ეტაპზე პროექტში 700-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება, მომავალში კი ეს რიცხვი 2000-მდე გაიზრდება.

"საბოლოო ჯამში, მთავრობის ამოცანაა, ყველა ადამიანს, რომელიც მსახურობს საქართველოს თავდაცვის ძალებში, ჰქონდეს რწმენა იმისა, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა მათ შრომა, თავდადება და სამშობლოსადმი ერთგულება დაუფასდეთ. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ შრომის ანაზღაურება გავუზარდეთ თავდაცვის უწყებაში დასაქმებულ ჯამში 2200-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს. 2019-2020 წლებში დამატებით 9000-მდე სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს გავუზრდით ხელფასს. საერთო ჯამში ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელფასო ანაზღაურების ზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებში 11 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს შეეხო" - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა სამხედროებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედროების განსაკუთრებულ როლს და აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორის შეფასებით ისინი მოწინავეები არიან.
"ამას ვისმენთ უკლებლივ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნისგან, ისინი აღფრთოვანებით საუბრობენ ჩვენს სამხედროებზე, ჩვენს ოფიცრებზე, მათ სიმამაცეზე, მომზადებასა და სულისკვეთებაზე, რომელიც მხოლოდ ქართველი ჯარისკაცის სულში შეიძლება არსებობდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ასეთი წარმატება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერი ერის სახელმწიფოებრივი აზროვნება განისაზღვრება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას თავისი ჯარის, თავისი ჯარისკაცების მიმართ, იმ ხალხის მიმართ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, ერთგულად იცავენ ქვეყნის თავისუფლებას, სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. ჩვენ ვაშენებთ ჯარს, რომელიც პირველ რიგში იქნება მშვიდობის გარანტი. ჩვენ ვაშენებთ ჯარს, რომელიც ყოველთვის მზად იქნება, უპასუხოს ყველა სახის გამოწვევას" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სამხედროებისთვის განკუთვნილი ახალი უბანი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე აშენდება. საცხოვრებელი ფართების მშენებლობა „ამხანაგობის" პრინციპით განხორციელდება და ბინის საფასურის 40%-ს სახელმწიფო დაფარავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა