logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს
საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს
10:42 12.04.2019
საქართველო და ხორვატია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. სამხედრო ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის მინისტრმა დამირ კრსტიჩევიჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ სპლიტში გააფორმეს.

ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს და თავდაცვის სფეროში ურთიერთობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ხორვატიამ სურვილი გამოთქვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთან ინტენსიური თანამშორმლობა გააგრძელოს.

ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ოცეულის გაწევრიანების მზადყოფნის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. „სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილება არის პოზიტიური და 2020 წლიდან უკვე ჩვენ, მათ შორის სამხედრო პოლიციის ფორმატში, ნატოსთან ერთად სხვადასხვა მისიაში, სწავლებაში მონაწილეობას მივიღებთ, რაც კიდევ ერთხელ არის ჩვენი შესაძლებლობების აღიარება და ჩვენი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ხორვატიის საზღვაო ძალების შტაბბინაში ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის ძალების ორ სამხედრო მოსამსახურეს - კაპიტან მიხეილ შენგელაიას და ლეიტენანტ ნათია ჟორჟოლიანსაც გაესაუბრა, რომელიც ხორვატიაში ინგლისური ენის კურსზე იმყოფებიან.

ხორვატიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქალაქ სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენასაც დაესწრება და სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას დაათვალიერებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა