logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ვეტერან პოლიციელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ვეტერან პოლიციელებს შეხვდა
14:28 09.04.2019
9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, პოლიციელებს რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა:

,,დღეს, მართლაც უდიდესი პატივი მხვდა წილად, ვდგავარ იმ ადამიანების გვერდით, ვინც გმირობით დაამტკიცა, თავის თავგანწირვა ჩვენი მოქალაქეების და სამშობლოსთვის. სწორედ ეს არის ის მთავარი ღირებულება რაზეც დაფუძნებულია ქართული პოლიცია. და ყველა ჩვენგანი, ვინც დღეს ამ პროფესიას ემსახურება, ვალდებულია ახსოვდეს თქვენი თავდადება, როგორც ქართველი ხალხის სამსახურში დგომის უდიდესი მაგალითი. 9 აპრილს, ქართული პოლიცია - თითოეული თქვენგანის შემადგენლობით, არათუ არ დაემორჩილა რუს გენერალს და სადამსჯელო ოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღო, არამედ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა ჩვენი მოქალაქეები და უამრავი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და დასახიჩრებას. ყველას გვახსოვს, რომ თქვენ, გმირულად, სრულიად უიარაღოდ, რუსეთის ტანკების წინ, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გადაეფარეთ ჩვენ მოქალაქეებს, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. რომ არა თქვენ, ნამდვილად კიდევ უამრავ უდანაშაულო სიცოცხლეს შეიწირავდა რუსული არმია", - განაცხადა კახა საბანაძემ.

ვეტერან პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით მადლობის სიგელები და საქართველოს დამოუკიდებლობის მედალიონები გადაეცათ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა