logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია: საზოგადოების ჩართულობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია და თანამონაწილეობის მაღალი ხარისხი ტოტალური თავდაცვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია
ლევან იზორია: საზოგადოების ჩართულობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია და თანამონაწილეობის მაღალი ხარისხი ტოტალური თავდაცვის მნიშვნელოვანი მახასიათებელია
17:23 04.04.2019
ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გულისხმობს, რომ საქართველოს თავდაცვა არ არის მხოლოდ თავდაცვის უწყების საქმე, არამედ ყველა უწყებისა და მთელი საზოგადოების პასუხისგმებლობა, ამიტომ, საზოგადოების ფართო ჩართულობა, უწყებათაშორისი თანამშრომლობის მაღალი კოორდინაცია და თანამონაწილეობის მაღალი ხარისხი არის ტოტალური თავდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

„გასულ წელს მთავარი სტრატეგიული პარტნიორების თანამონაწილეობით პირველად ჩავატარეთ უწყებათაშორისი სწავლება, სწორედ ტოტალური თავდაცვის პრინციპის საფუძველზე, სადაც პირველად მონაწილეობდა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი - პრემიერ-მინისტრი. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ უნდა იყვნენ პოლიტიკური ლიდერები ჩართულნი სწავლებებში იმისთვის, რომ მათი მზადყოფნის ხარისხი კრიზისის თუ ომის შემთხვევაში იყოს სათანადო“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

„ჩვენი პოლიტიკა ნატოს მიერ გაჟღერებულ შეკავებისა და თავდაცვის პრინციპებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია, შესაბამისად, ტოტალური თავდაცვის ჩვენეული კონცეფცია ეფუძნება, სწორედ, ამ ორ პრინციპს - თავდაცვისა და შეკავების პრინციპს. შეკავება ნიშნავს ორი კომპონენტის, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო კომპონენტის ერთობლიობას, ანუ ისეთი გარემოსა და მზადყოფნის ისეთი ხარისხის შექმნას, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ჰქონდეს იმის განცდა, რომ შეტევის შემთხვევაში მას ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდება როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით.

პოლიტიკური მხარდაჭერა კი, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, ამიტომ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი, ამ ორ პრინციპთან ერთად, არის გააქტიურებული საერთაშორისო თანამშრომლობა. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, იქნება ეს მრავალეროვნული სწავლებები, მეტი სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან თუ ნატო-საქართველოს სწავლებები, არის, სწორედ, ამ ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური კომპონენტის განმტკიცება შეკავების პრინციპის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო აგრესია განხორციელდება, გვაქვს კონკრეტულად გაწერილი თავდაცვის გეგმა თავისი სტადიებით, რომელიც უზრუნველყოფს მოწინააღმდეგის მაქსიმალურად შეჩერებას და სტაბილურობის უზრუნველყოფას ქვეყანაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ტოტალური თავდაცვის სხვა ძირითადი კომპონენტები, სამხედრო თავდაცვასთან ერთად, არის ეკონომიკური უსაფრთხოება, საინფორმაციო-ფსიქოლოგიური უსაფრთხოება და ეკონომიკური თავდაცვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა