logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იზორიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ორგანიზების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა
იზორიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ორგანიზების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა
17:06 04.04.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის ძალების ძირითად საბრძოლო კომპონენტს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობა წარმოადგენს და სხვა მიმართულებებთან ერთად რეფორმების ფოკუსირება ამ კუთხითაც ხდება. „როდესაც ვსაუბრობ აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებზე, მხედველობაში მაქვს ქვეითი ბრიგადები. 2019 წლის 10 იანვარს ჩვენ შევქმენით ახალი სტრუქტურა და უზრუნველვყავით მათი ერთიანი სტანდარტით საქმიანობა“.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქვეით ბრიგადებს განესაზღვრათ სამი ძირითადი მიმართულება - სამანევრო მიმართულება, მხარდამჭერი ელემენტები და უზრუნველყოფის ქვედანაყოფები. ლევან იზორიას თქმით, სამანევრო ქვედანაყოფების სტანდარტიზაციის თვალსაზრისით ოთხივე ბრიგადის ქვეით ბატალიონებში ერთიანი სტრუქტურა შეიქმნა და ყველა ბრიგადაში თანაბრადაა წარმოდგენილი ჯავშანსატანკო ბატალიონები. „ეს ადრე ასე არ იყო. თანაბრად წარმოდგენა ნიშნავს ჯავშანსატანკო ბატალიონებში სატანკო და მექანიზირებული ასეულების თანაბრად ყოლას.

ასევე, ძირითადი აქცენტი გაკეთდა ასეულის დონის ტაქტიკურ ჯგუფებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არამხოლოდ სტანდარტიზაცია, არამედ სამხედრო მოქმედებების პრინციპიც უნდა იყოს სტანდარტიზებული და ძირითადად ასეულებზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ჩვენ აღნიშნულ რეფორმას სიმბოლურად მცირე ქვედანაყოფებზე ორიენტირებული ტაქტიკა დავარქვით“. ლევან იზორიას განცხადებით, სწორედ ამ ასეულების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებაზეა ორიენტირებული აშშ-სთან ერთად დაწყებული ყველაზე ამბიციური „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP). „სწორედ GDRP-ის ფარგლებში გადავეცით აღნიშნულ დანაყოფებს მსუბუქი შეიარაღება და მათი სწავლებებიც მიმართულია იმისკენ, რომ ისინი გამორჩეულნი იყვნენ საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხით“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა