logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
იზორია: თავდაცვის უწყება მაქსიმუმს აკეთებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
იზორია: თავდაცვის უწყება მაქსიმუმს აკეთებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
16:36 04.04.2019
თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მინისტრის საათის" ფარგლებში მოხსენებით წარსდგა დეპუტატების წინაშე, სადაც თავდაცის უწყების მიერ განხოციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა განაცხადა, თავდაცვის უწყება, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ფარგლებში, მაქსიმუმს აკეთებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების გზაზე.

"ჩვენ ვართ ჩართული ყველა სტრატეგიულ დიალოგში. ღირსეულად ვასრულებთ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ფარგლებში, ასევე დღის წესრიგით განსაზღვრულ ვალდებულებებს. ჩვენ 2 კვირის წინ გვყავდა უმაღლესი დონის სტუმარი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციას, მათ შორის, ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების საქმეში. ეს პირველ რიგში არის ჩვენი, მათ შორის სამხედრო კონტრიბუცია, როგორც ცენტრალური აფრიკის ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვართ ერთი ოცეულით წარმოდგენილი, ასევე მალიში",-აღნიშნა იზორიამ.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დასახულ გეგმებზეც ისაუბრა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველომ, როგორც ევროკავშირის პარტნიორმა ქვეყანამ, შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრული სხვადასხვა სტრუქტურული თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა