logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორიამ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა
ლევან იზორიამ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობასა და ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა
15:24 04.04.2019
საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, ლევან იზორიამ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. ქვეყნის სტრატეგიული მიზნის მიღწევის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მინისტრმა აშშ-ის გარდა, ყურადღება დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სტრატეგიულ დიალოგზე გაამახვილა.

„განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი მინდა გამოვყო. აშშ-ის შემდეგ სწორედ დიდი ბრიტანეთია მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებში მრავალრიცხოვნად წარმოდგენილი. ჩვენ მათთან გამორჩეულად ვთანამშრომლობთ. მინდა ასევე სიხარულით აღვნიშნო, რომ წელს ახალი ფორმატით დაიწყო (დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი) სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საფრანგეთთან თანამშრომლობა, თუმცა საფრანგეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, იქნება ეს საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის თვალსაზრისით, თუ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მონაწილეობა.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო საჰაერო თავდაცვის სისტემის ასპექტში განხორციელებული ბოლო შესყიდვა, რომელიც 2018 წლის 17 დეკემბერს გავაფორმეთ და რომლის საფუძველზეც საქართველოს მართვისა და კონტროლის ის სისტემა ექნება, რომელიც ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს. მინდა ასევე გამოვყო გერმანიასთან თანამშრომლობა. 2018 წლის 27 ნოემბერს პირველად მოეწერა ხელი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ასპექტში ორმხრივ შეთანხმებას. გერმანელებთან ერთად წლებია, ავღანეთში მაზარ-ი-შარიფის პროვინციაში, ვიცავთ უსაფრთხოებას. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, გერმანია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური კონტრიბუტორია. ეს ეხება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) წარმატებულ ფუნქციონირებას, ასევე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაწეულ კონტრიბუციას. გერმანიის მთავრობამ გარკვეული სატრანსპორტო საშუალებების, სატვირთო ავტომობილების შეძენის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია და რასაც ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრისას, მინისტრმა შავი ზღვის ქვეყნებთან და რეგიონული მასშტაბით თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკაც ხაზგასმით აღნიშნა და სამმხრივი ფორმატის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობა გაიხსენა: „პირველ რიგში, თურქეთთან წლების განმავლობაში არსებულ თანამშრომლობას, ასევე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან თანამშრომლობას გამოვყოფ. ივნისში სამმხრივ ფორმატში მორიგი შეხვედრა შედგება, სადაც თანამშრომლობის გაფართოების კონკრეტულ გეგმებს დავსახავთ“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მინისტრი თავდაცვის სფეროში რუმინეთთან, ბულგარეთთან, უკრაინასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, სკანდინავიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობასაც შეეხო და მათ ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების სახელით მადლობა გადაუხადა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა