logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო
საქართველომ საზღვაო სტრატეგიის შემუშავება დაიწყო
11:25 21.03.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად საზღვაო სტრატეგიის შემუშავებაზე იწყებს მუშაობას - 20-27 მარტს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი.

ევროკავშირის ექსპერტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ საქართველოს საზღვაო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე და დაგვეხმარებიან მნიშვნელოვანი დირექტივების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

„საზღვაო ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისთვის, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა საზღვაო სტრატეგიის დოკუმენტის არსებობა, რაც საქართველოს ამჟამად არ გააჩნია და მისი შემუშავება, თავის მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განისაზღვრება სწორი მიმართულებები და შემუშავდება გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და დარგის მდგრად განვითარებას.

პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ შემდეგ დირექტივებზე:

- ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველოს საზღვაო სტრატეგიის შემუშავება;
- ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/45/EC დირექტივა სამგზავრო გემების უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების შესახებ;
- ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/96/EC დირექტივა რომლითაც ჩამოყალიბდა სატვირთო გემებზე ტვირთის უსაფრთხო ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ჰარმონიზებული მოთხოვნები და პროცედურები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა