logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი პარლამენტში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა
ირაკლი სესიაშვილი პარლამენტში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს შეხვდა
17:36 15.03.2019
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან შეხვედრა გამართა.

„თქვენთან შეხვედრა დიდი პატივია ჩემთვის, პატივია თქვენი სამსახურის მიმართ, ღირსების მიმართ, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენ იქნებით ჩვენი ჯარის სახე, თქვენ იქნებით ის მეთაურები, რომლებიც ღირსეულად გაუძღვებიან ქვეყნის თავდაცვას“, - ასე მიმართა ირაკლი სესიაშვილმა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივნის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ 2018 წლის ნატოს ანგარიშსაც და განაცხადა, რომ „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც საქართველოს პროგრესი თავდაცვის უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვნად არის აღიარებული“.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს ურთიერთობის თვალსაზრისით, წელს ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური პროცესი გვექნება: რამდენიმე დღეში საქართველოში ჩამოვა ნატოს გენერალური მდივანი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნა იწყება საქართველოში, ამასთანავე გვეწვევა ნატოს სამხედრო კომიტეტი. „რა თქმა უნდა მოლოდინები გვაქვს, როცა გვეკითხებიან როდის გავწევრიანდებით ნატოში, ჩემი პასუხია - ჩვენ ამისთვის უკვე მზად ვართ და ამას ვამბობ გულწრფელად. არა მხოლოდ ისე, რომ მე მინდა, არამედ ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. დანარჩენი ბევრი რამ თქვენზე არის დამოკიდებული“, - მიმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს.

ირაკლი სესიაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს, სრულიად საქართველოს, ასევე მიულოცა არტილერიის დღე, რომელიც დღეს აღინიშნება საქართველოში. „ჩვენი არტილერისტები წლების მანძილზე ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოირჩეოდნენ თავისი პროფესიონალიზმით, უნარ-ჩვევებით და მათ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის წარმოებულ ომებში მართლაც გამორჩეული პროფესიონალიზმი გამოავლინეს და მსურს გავიხსენოთ ყველა ის გარდაცვლილი გმირი, რომლებმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის თანამშრომელმა გიორგი ანთაძემ მოკლედ გააცნო კომიტეტის საქმიანობა, მიზნები და სამოქმედო გეგმები, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლი და ფუნქციები.

შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში გაგრძელდა. დიალოგის პროცესში კითხვები სხვადასხვა თემას დაეთმო, მათ შორის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებს, თავდაცვის ბიუჯეტს, გაწვევის სისტემას და წვევამდელთა საკითხებს, რეგიონალური უსაფრთხოების თემებს და სხვა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამხედრო განათლების განვითარების მხრივ მიმდინარე აქტივობებს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს და ვინაიდან პროფესიული სამხედრო განათლების განვითარება თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებაა, ამაში კომიტეტის მხრიდან მას სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა