logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი
საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი
10:40 22.02.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირველი ოფიციალური შეხვედრა სომხეთის თავდაცვის მინისტრთან, დავით ტონოიანთან გამართა.

პირისპირ შეხვედრისას, თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებისა და სამხედრო მედიცინის სფეროებში თანამშრომლობაზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში სომხეთის აქტიური მონაწილეობა დადებითად შეაფასა. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრეს.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ლევან იზორიამ და დავით ტონოიანმა სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მიმდინარე წელს თანამშრომლობის გეგმას, რომელიც სერჟანტთა მომზადების გამოცდილებისა და ასევე, სამხედრო განათლების სხვა ასპექტების გაზიარებას ითვალისწინებს. ჩვენ გვსურს იყოს მეტი სამხედრო მოსამსახურე სამთო მომზადების ფარგლებში საჩხერის სკოლაში და ასევე, გავუზიაროთ ის ინიციატივები, რომელიც წელს წარმატებით მიმდინარეობს განსაკუთრებით, კეთილსინდისიერების ამაღლების საქმეში, თავდაცვის უწყების მიერ. გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების სტაბილური და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა