logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, რომ 2016 წელს „ბათინკების“ ტენდერში დარღვევა იქნა დაშვებული, სიმართლეს არ შეესაბამება
თავდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, რომ 2016 წელს „ბათინკების“ ტენდერში დარღვევა იქნა დაშვებული, სიმართლეს არ შეესაბამება
17:54 14.02.2019
„ინფორმაცია, თითქოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან 2016 წელს „ბათინკების“ ტენდერში რაიმე დარღვევა იქნა დაშვებული, სიმართლეს არ შეესაბამება“ - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

„თავდაცვის სამინისტროს მიერ ნიუ ატლას სტრატეჯი კო -ს ფილიალთან 411 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ჯერ კიდევ სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის პერიოდში 2016 წლის 21 მარტს გაფორმდა, ხოლო ტენდერი კი ანალოგიური მახასიათებლებით ასევე წინა ხელმძღვანელობის პირობებში 2016 წლის 01 ივლისს გამოცხადდა.

ელექტრონულ ტენდერზე ზეგავლენას თავდაცვის სამინისტრო, ცხადია, ვერ მოახდენდა, ხოლო ბათინკების მიწოდების დროს, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის აკმაყოფილებდა ყველა იმ ძირითად პირობას, რომელიც განისაზღვრა 2016 წლის 01 ივლისის სატენდერო დოკუმენტაციით, შესაბამისად, სამინისტროს მიერ მოხდა მათი მიღება. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალებში ნიუ ატლასის მიერ მოწოდებული პროდუქცია უკმაყოფილებას იწვევდა, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტრომ ჩაატარა შიდა კვლევა, რომლის შემდეგაც მოხდა ბათინკების ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესება.

2017 წლის 12 სექტემბერს, შეიარაღებული ძალების უფროსმა წერილით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, სადაც ითხოვდა მომავალში ბათინკების შესყიდვა მომხდარიყო ახალი ტექნიკური მახასიათებლით. აღსანიშნავია, რომ ახალი მახასიათებლის მიხედვით შესყიდული ბათინკი, კვლევის თანახმად ხასიათდება დადებითად. რაც შეეხება ბრალდებას, რომ კომპანია „ნიუ ატლასი“ რაიმე პრივილეგიებით სარგებლობს, აღნიშნული სრული სიცრუეა და კომპანიას 2016 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში არცერთი ტენდერი არ მოუგია.

შესაბამისად, აღნიშნული კომპანიის შავ სიაში არსებობის გადამოწმების საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა. გარდა ამისა, ზოგიერთი მედია საშუალება თავდაცვის სამინისტროს პირიქით აღნიშნული კომპანიის მიმართ სხვა კომპანიის სასარგებლოდ არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტრო ვერცერთი კომპანიის მიმართ მიკერძოებული ვერ იქნება და ცდილობს ყველა საკითხი გამჭვირვალობისა და კანონმდებლობის სრული დაცვით გადაწყვიტოს“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა