საქართველოში სწავლებების დროს ორგანიზმის გადახურებით ლატვიელი ჯარისკაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „დელფი“ ლატვიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 1-ელ აგვისტოს გერმანიის საავადმყოფოში ლატვიის შეიარაღებული ძალების პირველი ბატალიონის კაპრალი იანის ვიტკევიჩი გარდაიცვალა, რომელიც საქართველოში სწავლებების დროს, 25 ივლისს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ორგანიზმის გადახურების დიაგნოზით მოათავსეს, ხოლო 27 ივლისს გერმანიაში, ამერიკის შეერთებული შტატების სახედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ლატვიის თავადაცვის უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარებს.
იანის ვიტკევიჩი ლატვიის შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან მსახურობდა.

















