logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: წელს წარვდგებით ახალი სტრატეგიით, სადაც განსაზღვრული იქნება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრიორიტეტები
ლევან იზორია: წელს წარვდგებით ახალი სტრატეგიით, სადაც განსაზღვრული იქნება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრიორიტეტები
15:00 28.01.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ წელს მედიასთან პირველი შეხვედრა ახალ ფორმატში - პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში გამართა. უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს „მინისტრის დირექტივები 2019“ წარუდგინა, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და მთავარი მიმართულებებია განსაზღვრული.

ლევან იზორიამ წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება დაასახელა. მისი განცხადებით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად აქცენტი მცირე ზომის ქვედანაყოფებზე კეთდება, რომლებსაც ბრიგადის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ და ეს მათი ავტონომიურად მოქმედების ხარისხს გაზრდის.

თავდაცვითი შესაძლებლობების ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო შესაძლებლობების განვითარებაა. ლევან იზორიას თქმით, შვეულმფრენების მოდერნიზებისთვის ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, რომელიც „იროკეზის“ ტიპის 7 შვეულმფრენის მოდერნიზებას მოხმარდება. წელს ყურადღება მართვისა და კონტროლის თავდაცვითი საჰაერო სისტემის შეძენას დაეთმობა, რომლის შესყიდვაც ფრანგული მხარისგან მოხდება.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ჯავშანსატანკო შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა: „ჯაველინების“ შესყიდვის პროცესი 2018 წელს დავიწყეთ. წელს ამ შესყიდვას ვასრულებთ და შესაბამისად, ჩვენი ქვედანაყოფები თანამედროვე ტიპის ანტისატანკო სისტემით აღიჭურვებიან“.

თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით მინისტრმა აქცენტი საინჟინრო შესაძლებლობებისა და სპეციალური ოპერაციების ძალების რეორგანიზაციაზე გააკეთა. „ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სპეციალური ოპერაციის ძალების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვაა. რეორგანიზაცია წარმატებით განვახორციელეთ და შემდგომი თვეები დაეთმობა სწორედ ამ დანაყოფების გაძლიერებას. კერძოდ, სპეციალური ოპერაციების ძალები ბატალიონების სახით თანაბრად გადანაწილდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის მიმართულებით“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
„მნიშვნელოვანი ინიციატივებია ლოჯისტიკის მიმართულებითაც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მხარდამჭერი საბრძოლო და უზრუნველყოფის ქვედანაყოფების გაძლიერებას, რაც, პირველ რიგში, მობილურ შესაძლებლობას მოიცავს, რათა ადგილზე შესაძლებელი იყოს დროულად, ცალკეული საბრძოლო მასალების თუ ნივთების მიწოდებას, მათ შორის რემონტის შესაძლებლობას“, - განმარტა მინისტრმა.

მან ასევე, აღნიშნა, რომ მართვისა და კონტროლის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო კავშირგაბმულობის სისტემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და თავდაცვის ძალებს ამ მიმართულებით ნატოს სტანდარტების შესაბამისი გარკვეული აღჭურვილობა უკვე აქვს.

თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე საუბარი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დაასრულა.

„სიმბოლურად, 2019 წელს ჩვენ ვუწოდეთ კიბერუსაფრთხოების წელი. ამით სრულ თანხვედრაში ვართ ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიულ პრიორიტეტულ მიმართულებებთან. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ნატოს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნები კიბერსფეროს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ოპერატიულ განზომილებას - საჰაერო სივრცესთან, ხმელეთთან და ზღვასთან ერთად, კიბერუსაფრთხოებას ეძლევა განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაბამისად, ჩვენ წელს წარვდგებით ახალი სტრატეგიით, სადაც განსაზღვრული იქნება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრიორიტეტები“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

პროექტ „მინისტრის პირისპირ” ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებს ხვდება და საზოგადოებისათვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობს. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა