logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: სამხედრო განათლება და წვრთნები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
ლევან იზორია: სამხედრო განათლება და წვრთნები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
14:07 28.01.2019
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პროექტ ”მინისტრის პირისპირ” ფარგლებში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიმდინარე წელს დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო განათლება და წვრთნები წლის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ინსტიტუციონალიზებაზე გაკეთდება, ანუ მოხდება იმ გამოცდილების იმპლემენტაცია, რაც აღნიშნული პროგრამის საფუძველზე დაგროვდა.

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ძალიან წარმატებით ხორციელდება, უკვე ორმა ქვეითმა ბატალიონმა გაიარა შესაბამისი მომზადება. წელს კი დამატებით სამი ქვეითი ბატალიონი გაივლის ამ პროგრამის ფარგლებში მომზადებას. ამ პროგრამით მიღებული გამოცდილება ჩვენი თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლებისა და წვრთნების განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. რაც შეეხება თვითონ ინფრასტრუქტურულ ინიციატივას, ამ მიმართულების ფარგლებში გახლავთ საბრძოლო მომზადების ცენტრის გაფართოება. იცით, რომ 2018 წელს ჩვენ შევქმენით რეგიონში უპრეცედენტო, ნატოს სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო მომზადების ცენტრი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად და უკვე ვგეგმავთ წელს მისი შესაძლებლობების გაფართოებას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ვაზიანში არსებული შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის გამოყენებას, არამედ, მის მიმდებარე იმ საწვრთნელი ინფრასტრუქტურის გამოყენებას, როგორიც არის კრწანისის, ნორიოს, ალგეთის შესაძლებლობები. გვაქვს ამბიცია, ეს ინფრასტრუქტურა იყოს მზად, როგორც მრავალეროვნული სწავლებისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით განვახორციელეთ, არამედ, ასევე ცალკეულმა პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის ნატოს წევრმა ქვეყნებმაც თავიანთი საბრძოლო მომზადების ასამაღლებლად შესაბამისი სწავლებები ამ უკვე გაფართოებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში გაიარონ და ჩვენ გვქონდა ისტორიული პრეცედენტი შარშან. ვფიქრობ, წინასაარჩევნო ბატალიების გამო განსაკუთრებული ყურადღება ვერ მიაქციეთ - პირველად საქართველოს ისტორიაში აშშ-ის ასეული თავისი საბრძოლო მომზადების შეფასების მიზნით, ახორციელებდა შესაბამის სწავლებებს და წვრთნებს, სწორედ, ვაზიანისა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე. ეს პოლიტიკა ამ ბაზების გაფართოების კვალობაზე წელს კიდევ უფრო იქნება გააქტიურებული. ასევე ჩვენ გვსურს გავაფართოვოთ სამეთაურო საშტაბო კურსი და გვაქვს შემუშავებული სპეციალური კურსები და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სერჟანტთა სამეთაურო- საშტაბო კურსის განვითარებას, რომელიც გასული წლის მიწურულს დავიწყეთ“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რომელიც პროექტის ”მინისტრის პირისპირ” ფარგლებში გაიმართა.

2019 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა