logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების ხელმოწერილი ხელშეკრულებით, საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა
ირაკლი ბერაია: საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების ხელმოწერილი ხელშეკრულებით, საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა
16:51 12.12.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მინისტრ იზორიასა და მისი ფრანგი კოლეგის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით კიდევ უფრო ღრმავდება თანამშრომლობა ფრანგულ მხარესთან საჰაერო თავდაცვის კუთხით, რაც თავდაცვის სფეროში ერთიანი სტრატეგიის, ერთიანი მიდგომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.

„საქართველო აგრძელებს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და განვითარების პროცესს, როგორც საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის ამაღლებით, ასევე ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდით. შეიარაღებული ძალების ოპერატიული და ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარება ხორციელდება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის და თავდაცვის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ.

ჩვენ ვართ ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი თავდაცვის ორგანიზება, ჩვენი ყველა ნაბიჯი თანხვედრაშია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის განახლებულ პრიორიტეტებთან. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პრიორიტეტია თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნით საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ჩვენს თავდაცვის უწყებას ამ მიმართულებით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი.

ქვეყნის თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად, ჯავშანსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, სადაზვერვო და სხვა მიმართულებებთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარება, რომლის საჭიროებაც სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ომმაც.

საჰაერო თავდაცვის სფეროში პრიორიტეტულ კომპონენტებს განეკუთვნება მართვისა და კონტროლის ეფექტიანობის ამაღლება, ნატოსთან თავსებადი კომპლექსების ექსპლუატაცია, საჰაერო თავდაცვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მისთვის საჭირო პერსონალისა და ინფრასტრუქტურის მომზადება. ერთი სიტყვით, აქცენტი კეთება ერთიანი ანტი-საჰაერო სისტემების განვითარებაზე მოდერნიზაციით და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენით.

ამ ამოცანების შესასრულებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თანამშრომლობას საფრანგეთთან. გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში 2018 წლის ოქტომბერში, საქართველომ მიიღო რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რამაც ჩვენი საჰაერო სივრცე უფრო ეფექტიანად კონტროლირებადი და ქართული ცა უფრო დაცული გახადა.

2018 წლის 8 დეკემბერს საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით კი, საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ ეტაპზე. საქართველო შეიძენს მართვისა და კონტროლის სისტემებს, რაც სხვა ძირითადი ამოცანების შესრულებასთან ერთად, მომავალში შესაძლებელს გახდის ჩვენი მართვისა და კონტროლის სისტემის ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირებას.



აქვე მსურს ყურადღება გავამახვილო მეორე მნიშვნელოვან საკითხზე. ბოლო დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია საგნის თავდაცვა და უსაფრთხოება სკოლაში სწავლების საკითხმა. ამ საგნის სკოლებში დანერგვის მიზანია თავდაცვის ძალებსა და სისტემებზე, სამოქალაქო უსაფრთხოებაზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა. სწავლება მოხდება პილოტირების რეჟიმში. ამ კუთხით სასწავლო მასალის დახვეწაზე ერთობლივად მუშაობს თავდაცვისა და განათლების სამინისტროები, ისევე როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა მუშავდება ელექტრონული ფორმით და ის შენიშვნებისა და რეკომენდაციისთვის წარედგინება ჩვენს კომიტეტს. სწორედ ამის შემდეგ სასწავლო მასალა ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის. შერჩეულ სკოლებში საგანს წაიკითხავენ სამხედრო გამოცდილების მქონე პირები, ვისაც გავლილი ექნებათ მასწავლებელთა მომზადების შესაბამისი კურსი. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას, როგორც პილოტირების დაწყებამდე, ასევე პროცესშიც ექნებათ რეკომენდაციების წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება არა ერთხელ გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ. შესაბამისად, გაუგებრობა, რაც გამოიწვია ამ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებამ არის სრულიად უსაფუძვლო“-განაცხადა ბერაიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა