logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ფარგლებში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ
ლევან იზორია: მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ფარგლებში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ
17:03 06.12.2018
„ჩვენ ამაყი ქვეყანა ვართ იმით, რომ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ჩვენს პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ“ - ამის შესახებ ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის მიმდინარე წლის ანგარიშს ეხება.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ხვალ საფრანგეთში ხელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ავღანეთში 2020 წლამდე კონტრიბუციის გაგრძელებას მოეწერება.

„რაც შეეხება საერთაშორისო მისიებს, ჩვენ ამაყი ქვეყანა ვართ იმით, რომ მსოფლიოში ჩვენს პარტნიორებთან და სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყნებთან ერთად მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, წესებზე დაფუძნებულ მსოფლიოს განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ და ჩვენ ერთგული ვრჩებით ამ პასუხისმგებლობის მომავალშიც. წელს ჩვენ ავღანეთში მონაწილეობას 870 სამხედრო მოსამსახურით ვაგრძელებთ. ხვალ, როდესაც ჩვენ საფრანგეთში ვიქნებით ხელი მოეწერება ჩვენი იქ 2020 წლამდე კონტრიბუციის გაგრძელებას. ასევე ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში ერთი ოცეულით ვართ წარმოდგენილი. მალიში ვართ ერთი ოფიცრის სახით და ბოლოს, ჩვენ ასევე ავღნიშნეთ ნატოს რეაგირების ძალებში ჩვენი ასეულების მონაწილეობა. წელს 2-3 კვირის წინ გვქონდა შესაძლებლობა ჩარლი ასეულის ალფა ასეულით ჩაანაცვლება ერთად გვეზეიმა. ორწლიანი მომზადების შემდეგ, მათ ნატოს სერტიფიქატები მიიღეს და მომავალი წლის იანვრიდან მზად არიან შეუდგნენ საბრძოლო მორიგეობას. საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის ფარგლებში, ყოველთვის იყვნენ მზად თავიანი მისიის შესრულებისთვის“ - განაცხადა თავდაცვის მინსიტრმა ლევან იზორიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა