logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია: ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიყოთ მზად იმ სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ჰქვია
ლევან იზორია: ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიყოთ მზად იმ სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ჰქვია
16:43 06.12.2018
„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა ნატოსთან და ევროკავშირთან მიმართებაში სტრატეგიულ მზადყოფნასთან გავაიგივე, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მზად უნდა ვიყოთ იმ სტრატეგიული ამოცანის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ჰქვია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

უწყების ხელმძღვანელმა გამოსვლა თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების განხილვით დაიწყო და სტრატეგიული მზადყოფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, თავდაცვის მიმართულებით ეს თავდაცვის მზადყოფნის გაძლიერებას უკავშირდება. ლევან იზორიამ მეორე ამოცანად ნატოსთან თავსებადობის გაზრდა დაასახელა და აღნიშნა, რომ შეიარაღებულ ძალებში ნატოს თანამედროვე სტანდარტების დანერგვა ყოველდღიურად ხორციელდება.

თავდაცვის მინისტრმა ორ მნიშვნელოვან პრინციპზე გაამახვილა ყურადღება - შეკავების პოლიტიკა და ტერიტორიული თავდაცვა.

„შეკავების პოლიტიკა გულისხმობს: ჩვენი შეიარაღებული ძალები გავხადოთ ისეთი ძლიერი, რომ პოტენციურ აგრესორს გაცნობიერებული ჰქონდეს, თავდასხმის შემთხვევაში ის ადეკვატურ პასუხს მიიღებს და მას ეს დიდი პოლიტიკური და სამხედრო ფასი დაუჯდება. ტერიტორიული თავდაცვის პრინციპი კი, გულისხმობს, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, აგრესორი სამხედრო გზით უნდა შეჩერდეს. შესაბამისად, ჩვენი ეროვნული თავდაცვის გეგმა, ოპერატიულ მოთხოვნებთან მიმართებაში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ადეკვატური უნდა იყოს“ , - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში საქართველო სამაგალითო ქვეყანად დასახელდა, რისი მიზეზიც ფინანსური მიმართულებით ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილება გახდა.

„თავდაცვის ბიუჯეტის 20% მიმართულია ძირითადი შეიარაღების შეძენაზე. თავდაცვის ბიუჯეტის 66%, რომელიც მიმართული იყო პერსონალურ დანახარჯებზე შემცირდა 53%-მდე და უკვე ვაკმაყოფილებთ ამ კონტექსტში ნატოს სტანდარტს. თავდაცვის მიმართულებით კი, მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იხარჯება. ამ ბიუჯეტის რაციონალურად დანაწილება იყო მთავარი ამოცანა, რაც წელს, ნატოს სტანდარტების შესაბამისად განვახორციელეთ" , - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2018 წლის საქმიანობა „არმიჰოლში“ გამართული შეხვედრისას შეაჯამა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა