logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დაიწყო
15:07 03.12.2018
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) უმასპინძლეს, რომლებსაც სკოლის დირექტორი, თეა ნიკოლაშვილი, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი, კაი კარელსონი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, პირიტ პიკერი მიესალმნენ. მათ კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მსმენელებს წარმატებები უსურვეს. თეა ნიკოლაშვილმა ესტონურ მხარეს, ესტონეთის ელჩს, თავდაცვის ატაშეს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სემინარს საქართველოს თავდაცვის უწყების, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. კურსის განმავლობაში მონაწილეები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოში მის გავლენაზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებსა და საქართველოს ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და მიღწევებზე, ეროვნული უსაფრთხეობის სამხედრო კომპონენტზე, თანამედროვე კიბერსაფრთხეებზე, ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე იმსჯელებენ. სემინარის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზე მუშაობის შესაძლებლობაც ექნებათ.

კურსზე თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ლექციას თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების თემაზე წაიკითხავს. გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო კომპონენტზე ისაუბრებს.

სხვა მომხსენებლები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე მაღალი თანამდებობების პირები, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იქნებიან.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მერვედ იმართება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა