logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია: ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიან და დროულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს
ლევან იზორია: ახალი სამედიცინო ცენტრი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ხარისხიან და დროულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს
15:35 15.11.2018
დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს ახალ სამედიცინო ცენტრში დროული და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღება უახლოეს მომავალში შეეძლებათ. დღეს ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი საზიმოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს და სამედიცინო დაწესებულების შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

„ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ სამხედრო მოსამსახურეებთან, რის შედეგადაც დავადგინეთ პრიორიტეტული საჭიროებები. განსაკუთრებული მოთხოვნა იყო ისეთი ტიპის სამედიცინო ცენტრის არსებობა დასავლეთ საქართველოში, როგორიც აღმოსავლეთ საქართველოშია. ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დასავლეთ საქართველოშიც გვქონოდა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი. ცენტრი ძალიან კვალიფიციური კადრებით იქნება დაკომპლექტებული და უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისებით ხარისხიან და დროულ მომსახურებას დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ახალი ცენტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინიციატივით, ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის კანონით გათვალისწინებული შიდა შემოსავლებით, გენერალურ შტაბთან კოორდინაციით, აშენდა და აღიჭურვა. პროექტის შედეგად გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა, დაიზოგება რესურსები და შემცირდება დასავლეთ საქართველოდან პაციენტების ტრანსპორტირებაზე დახარჯული დრო. მაღალკვალიფიციური ამბულატორიული და ჰოსპიტალური სამედიცინო მომსახურება კი, თავის მხრივ მათ მოტივაციას აამაღლებს. გარდა ამისა, ახალი ცენტრი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრის შენობის მშენებლობა და აღჭურვა უკვე დასრულებულია. ცენტრი სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 1 700 000 ლარი სამედიცინო აპარატურით აღჭურვას მოხმარდა.

ამ ეტაპზე ცენტრის სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტება მიმდინარეობს. პერსონალის შერჩევა ღია კონკურსის წესით მოხდება. გათვალისწინებულია 78 საშტატო ერთეული, ხოლო 30 თანამშრომლის დასაქმება ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა