logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია GDRP-ის ფარგლებში 32-ე ბატალიონის დასკვნით საველე წვრთნას დაესწრო
ლევან იზორია GDRP-ის ფარგლებში 32-ე ბატალიონის დასკვნით საველე წვრთნას დაესწრო
15:43 14.11.2018
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში დასკვნით საველე სწავლება ჩაატარა. საველე წვრთნებს ნორიოს საწვრთნელი ცენტრის მიდმებარე ტერიტორიაზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 32-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნები სამ ლოკაციაზე განახორციელა. ორი მათგანი მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მონაკვეთის პირობითი მოწინააღმდეგისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. III ქვეითი ბრიგადის ბატალიონის სამხედროებმა ოპერაციის რაიონში ტაქტიკური მართვის ცენტრი მოაწყვეს და თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები შეასრულეს. ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული ობიექტები დაიკავა და თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებაზე გადავიდა. სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ქართულ ქვედანაყოფს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის “COBRA” ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა გაუწიეს მხარდაჭერა.

საველე სწავლების დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრი სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრება და ხაზი ქართული ჯარისთვის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობას გაუსვა. მან სწავლებაში მონაწილე სამხედროებს საველე წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცა, ამერიკელ პარტნიორებს კი, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სამხედროებთან საუბრისას მინისტრმა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები ეტაპობრივად წოდების შესაბამისად ეზრდებათ.

32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაშია ჩართული და მომზადების მეოთხე, დასკვნით ფაზაზე იმყოფება. შემაჯამებელ საველე წვრთნებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ამერიკელ კოლეგებთან ერთად ატარებს. ინსტრუქტორების შეფასებით 32-ე ბატალიონმა დაკისრებული ამოცანა წარმატებით შეასრულა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა