logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მეხუთე საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა
მეხუთე საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა
14:33 09.11.2018
მეხუთე საარტილერიო ბრიგადა 25 წლის გახდა. არტილერისტებს ბრიგადის დაბადების დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლევან იზორიამ არტილერისტების მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი აღნიშნა და ყურადღება განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა. მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებში არტილერიის რეფორმა ნიშნავს ნატოში ინტეგრაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და თანამედროვე გამოწვევებისთვის სრულად მზადყოფნას.

ღონისძიების ფარგლებში, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით ბიჭიკაშვილმა საბრძოლო დროშა პოლკოვნიკ არსენ ცუხიშვილს გადასცა და V საარტილერიო ბრიგადის მეთაურის უფლებამოსილება გადააბარა.
ცერემონიალი არტილერისტების დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა, ხოლო პირველი კლასის რიგით ზაურ ხუბაშვილს თურქეთის რესპუბლიკაში მკლავჭიდის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის ფულადი პრემია გადასცა.

V საარტილერიო ბრიგადის იუბილეს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბრიგადის ტერიტორიაზე V საარტილერიო ბრიგადაში არსებული ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც მოეწყო.

V საარტილერიო ბრიგადა 1993 წლის ნოემბერში შეიქმნა. მიმდინარე წელს ბრიგადას სახელწოდება შეეცვალა და V საარტილერიო ბრიგადა გახდა. ქვედანაყოფი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კოალიციური ძალების ფარგლებში, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის განხორციელებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა