logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მომავალ წელს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პარტნიორის სტატუსით იქნება წარმოდგენილი
მომავალ წელს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პარტნიორის სტატუსით იქნება წარმოდგენილი
13:28 02.11.2018
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეხუთე პანელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან (Munich Security Conference) პარტნიორობით გაიმართა და შავი ზღვის გეოპოლიტიკის პერსპექტივების განხილვას დაეთმო. მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით სიტყვით მიმართა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა. მან ფორუმის მონაწილეებს მნიშვნელოვანი სიახლე აცნობა და განაცხადა, რომ მომავალი წლის თებერვალში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში პარტნიორის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. იშინგერმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა და ნატოს გააქტიურების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა და წარმატებით თანამშრომლობს ნატოსთან. დროა საქართველოს ნატოში მომავალი წევრობისთვის კონკრეტული საგზაო რუკა შევიმუშავოთ და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ვეღარ დავტოვებთ საქართველოს გაურკვეველ სიტუაციაში, კონკრეტული გზამკვლევის და წინსვლის გეგმის გარეშე. ეს ავნებს არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ ეჭვქვეშ დააყენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სანდოობას“, - განაცხადა მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარემ.

ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მიწვევა მიუნხენის კონფერენციაზე საერთაშორისო ფორუმის წარმატების დასტურია.

„პროფესორ იშინგერის მიერ კონფერენციის სახელზე გამოგზავნილი ოფიციალური მიწვევის საფუძველზე, მომავალ წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი კონფერენცია იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონფერენციის თანაპარტნიორი, როგორიცაა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება შესაძლებლობა, პარტნიორებთან ერთად ჩამოვაყალიბოთ გზამკვლევი იმისთვის, რომ კონკრეტულად გაიწეროს, თუ რა პირობებით და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებით, კონკრეტულად რა ვადებში მოხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ეს არის მნიშვნელოვანი ექსპერტის განცხადება, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში გაცხადდა და მიუნხენის კონფერენციის თემა იქნება. ეს არ არის მხოლოდ კონფერენციის აღიარება, ეს არის მთლიანად იმ წარმატებების აღიარება და იმ დინამიკის ხაზგასმა, რომელიც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე აქვს,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

პანელის მოდერატორობას “ჯეიმსთაუნის ფონდის” წარმომადგენელი მეთიუ ბრაიზა უწევდა. შავი ზღვის გეოპოლიტიკაზე დისკუსიაში მონაწილეობდნენ ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა-კოზლევა, რუმინეთის წარმომადგენელი ვასილ ბუკური, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი არიელ კოენი და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დღეს ოფიციალურად დაიხურება. საერთაშორისო ფორუმის მუშაობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი მაიკლ კარპენტერი შეაჯამებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა